ირაკლი ღარიბაშვილმა ფრენსის ფუკუიამას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორს, ფრენსის ფუკუიამას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
ფრენსის ფუკუიამამ ირაკლი ღარიბაშვილს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღო.
ოფიციალურ ვახშამს ასევე სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ერიკ ჯენსენი და სარინა ბეჯისი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები