გოგი მეშველიანი: უკვე მეორე წელია ქართული ენის შესწავლის კურსები წარმატებით მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე მეორე წელია, რაც პროექტი „ქართული ენის კურსები ეთნიკური უმცირესობებისთვის“ ხორციელდება და დღეს ბოლო ნაკადის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერ დავით შერაზადიშვილთან, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ იამზე სვანიძესთან და ბოლნისის კულტურის ცენტრის დირექტორ სოსო კოპალეიშვილთან ერთად გადასცა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ შექმნილ ახალგაზრდულ სათემო ცენტრებში 350-ზე მეტმა ახალგაზრდამ უკვე გაიუმჯობესა ქართული ენის ცოდნა, რომლებმაც მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატები. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ოთხ სოფელში ფუნქციონირებს აღნიშნული სივრცეები.

ახალგაზრდების მოთხოვნით, პროექტი 2022 წლიდან ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის, ინიციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ბოლნისის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სათემო ცენტრებში მიმდინარეობდა.

„უკვე მეორე წელია წარმატებით მიმდინარეობს ქართული ენის შესწავლის კურსები მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს ჰქონდეთ დამატებითი საშუალება, გაიუმჯობესონ ქართული ენის უნარები და სრულყოფილად  ინტეგრირდნენ ჩვენს საზოგადოებაში.

ვიმედოვნებ, მომავალშიც გაგრძელდება ეს პროცესი და საჭიროების შესაბამისად ჩვენ უნდა მოვახერხოთ მსგავსი კურსების შეთავაზება“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები