24 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ლაგოდეხში „მუსიკალური საღამო“ გაიმართა
24 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ლაგოდეხში „მუსიკალური საღამო“ გაიმართა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცნობით, ცენტრალურ პარკში, საპნის ბუშტების შოუ და ადგილობრივ მეწარმეთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ზღაპრების გმირები, ანიმატორები და ჯამბაზები ზრუნავდნენ.
მათივე ინფორმაციით, საღამო, ქართველი მომღერლების კონცერტით დასრულდა. მსმენელის წინაშე, ანსამბლი „ჩვენებურები“ და „რეზო და ბავშვები“, ცნობილი სიმღერებით წარდგნენ.
ღონისძიებას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მუსიკალური საღამოები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წელს, პირველად გაიმართა.
#მუსიკალურისაღამოები