სალომე ზურაბიშვილი: ყველა რუსი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, უნდა კონტროლდებოდეს

ყველა ის რუსი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, უნდა კონტროლდებოდეს, არ შეგვიძლია ამდენი რუსი შემოვუშვათ საქართველოს ტერიტორიაზე იმის ცოდნის გარეშე, ვინ არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის ვერ ხედავს რესურსებს ან სურვილს, რომ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში ახალი ფრონტი გამოსცადონ.

„ამ ეტაპზე, მე ვერ ვხედავ, რომ სამხედრო ზეწოლა არსებობდეს. რადგან, ჩვენთან სამხედრო ოკუპაციაა, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება და მანამდეც 1991 წლიდან სხვადასხვა ფორმით იყო. ასე რომ, ორი რეგიონი რუსეთის სამხედრო ბაზებითაა ოკუპირებული. ვფიქრობ, რომ ახლა რუსეთი გამბედაობასა და „რბილი ძალის“ ფრონტს ამოწმებს, რაც პროპაგანდაა. ყველა ის რუსი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და გავიმეორებ, რომ ეს უნდა კონტროლდებოდეს, არ შეგვიძლია ამდენი რუსი შემოვუშვათ საქართველოს ტერიტორიაზე იმის ცოდნის გარეშე, ვინ არიან. უმრავლესობა, როგორც თქვით, ის ხალხია, ვინც დღევანდელ რუსეთს გაურბის და პროპუტინული მოსახლეობა არ არის, მაგრამ ასევე რუსეთის მუქარები ვიცით, რომ თუ რუსულენოვანი მოსახლეობა ნორმალურად დაცული არ იქნება, ეს შეიძლება შემოჭრის მიზეზად გამოიყენონ.

ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, რომ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში ახალი ფრონტი გამოსცადონ. მაგრამ შეიძლება ცდიდნენ „რბილი ძალის“ პოლიტიკას, პროპაგანდას, რომელიც რუსეთის არგუმენტია საბჭოთა დროიდან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები