თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

უწყების განმარტებით, შეფერხების მიზეზი მატარებლის ტექნიკური ხარვეზი იყო.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მატარებლები მეტროსადგურ „დელისამდე“ მოძრაობდნენ, თუმცა მოგვიანებით, მოძრაობა მთლიან ხაზზე გაჩერდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები