აკაბადორა – სიკვდილის ანგელოზი სარდინიიდან
XVIII საუკუნეში სარდინიაზე საშინელი ადათ-წესები იყო დამკვიდრებული. ითვლებოდა, რომ თუ მამაკაცი მალე და ადვილად კვდებოდა, ეს სიკეთის ნიშანია, ხოლო თუკი იმქვეყნად ნელა და წვალებით მიდის, მისი ტანჯვა სირცხვილის სიმბოლოა. სირცხვილის თავიდან ასარიდებლად, ოჯახს მომაკვდავთან აკაბადორა მოჰყავდა. ასე უწოდებდნენ ქალებს, რომლებიც კლავდნენ მომაკვდავებს.
ევთანაზია ხდებოდა ხის ჩაქუჩის კეფაში ჩარტყმით ან გაგუდვით. ხშირ შემთხვევაში, გამოიყენებოდა ზეთისხილის ხისგან გაკეთებული ჩაქუჩი.
ზოგიერთი აკაბადორა თავის მსხვერპლს შხამიანი ბალახეულის ნაყენს ასმევდა. დათქმულ დროს განწირულის სახლში სიკვდილი მოდიოდა. მის მოსვლამდე ნათესავებს სახლიდან გაჰქონდათ ყველა ჯვარი და ხატი, მომაკვდავსაც კი ხსნიდნენ კისრიდან ჯვარს. მას შემდეგ, რაც შავებში ჩაცმული ქალი „ადვილ სიკვდილს“ აჩუქებდა მომაკვდავს და სარიტუალო დატირებას ჩაატარებდა, მას უხდიდნენ ფულით ან საკვებით. მისი წასვლის შემდეგ კი იწვევდნენ მღვდელს.
თუკი მსხვერპლი მალე არ კვდებოდა, აკაბადორას შეეძლო, უარი ეთქვა სამუშაოს შესრულებაზე, ვინაიდან ასეთი ადამიანი შესაძლოა, ძალიან ცოდვილი ყოფილიყო. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ერთ-ერთ უპატიებელ ცოდვას წარმოადგენდა კატის მკვლელობა.
აკაბადორას მუშაობის უკანასკნელი შემთხვევა დაფიქსირდა 2003 წელს. ადგილობრივ მღვდელთან აღსარებაზე მივიდა მოხუცი ქალი და თავისი საქმიანობის შესახებ მოუყვა. მოხუცმა მოასწრო იმის თქმა, რომ მან მტანჯველი სიკვდილისგან იხსნა ერთი მამაკაცი. მას შემდეგ, რაც მღვდელი შეეცადა, დეტალები გაერკვია, ქალი აღსარებიდან გაიქცა.