როგორ შეძლო ქალმა ანთროპოლოგმა ველურ ტომებთან კონტაქტის დამყარება
რამდენიმე წლის წინ სენტინელის კუნძულზე მყოფმა აბორიგენებმა მათთან ჩასულ ამერიკელ მისიონერს, ჯონ ჩაუს მშვილდიდან ესროლეს. ის შეპყრობილი იყო იდეით, აბორიგენები ქრისტიანებად მოექცია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული და მტრულად განწყობილი ტომია. მაგრამ ერთხელ მათთან ჩავიდა ქალი და ცოცხალი დარჩა.
1991 წელს ერთმა ქალმა შეუძლებელი რამ გააკეთა: მან მოახერხა, კონტაქტი დაემყარებინა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ტომთან – ჩაატარა უჩვეულო ექსპედიცია ერთადერთი მიზნის – ესაუბრა კუნძულის აბორიგენებთან და გაეგო, როგორ გამოიყურება ყველაზე დახურული საზოგადოების სამყარო შიგნიდან, რომელიც ცნობილია თავისი აგრესიულობით უცხოელებისადმი. ერთ-ერთი ინტერვიუში მადჰუმალა ჰყვებოდა:
„ექვსი წლის განმავლობაში, რაც მე დაკავებული ვიყავი მათი ტომის შესწავლით, ჩემთვის ცუდი არავის არაფერი გაუკეთებია. ეს ტომი შესაძლოა, ტექნოლოგიური განვითარების პრიმიტიულ საფეხურზე იდგა, მაგრამ სოციალურ საკითხში ჩვენზე მაღლა არიან“.
სენტინელები ანდამანის ერთ-ერთ კუნძულზე ცხოვრობენ ბენგალის ყურეშე და შედიან ანდამანის აბორიგენთა ჯგუფში, ისევე – როგორც ონგეები, შომპენები და ჯარავები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი ერთმანეთთან შედარებით ახლოს ცხოვრობს, მათი კომუნიკაცია თანამედროვე სამყაროსთან ერთნაირი არ არის. ჯარავას ტომი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცივილიზებული ტომი, ხოლო სენტინელები ითვლებიან ყველაზე იზოლირებულებად და საშიშებად.
მათ კუნძულზე გადასვლა არა მხოლოდ სახიფათოა, არამედ არაკანონიერიც კია, ეს ინდოეთის კანონმდებლობის მიერ არის აკრძალული.
მათთან კონტაქტის დამყარების რიგი მცდელობების შემდეგ, ინდოეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, თავი დაენებებინათ მათთვის. თანაც ადგილობრივების ურთიერთობა გარე სამყაროსთან შესაძლოა, მომაკვდინებელიც იყოს, ვინაიდან მათ ძალიან ბევრ ბაქტერიასთან არ ჰქონიათ შეხება.
2017 წელს მათ კვლავ დაამტკიცეს, რომ არ არიან მზად, მიიღონ უცნობი ადამიანები, რომლებიც ღიმილით უახლოვდებიან მათ კუნძულს, ისე – როგორც ეს ჯონ ჩაუმ გააკეთა. მისი სურვილი გასცნობოდა ადგილობრივებს ტრაგიკულად დასრულდა.
მადჰუმალა ერთ-ერთი იმათგანია, ვინც კონტაქტის დამყარება მოახერხა კუნძულის მცხოვრებლებთან და ცოცხალი გადარჩა. როგორ მოახერხა მან ეს?
როდესაც ექსპედიციის გემი კუნძულს მიუახლოვდა, სადაც მათ უკვე აბორიგენები ელოდებოდნენ, ხალხმა ნაპირისკენ ქოქოსების გადაყრა დაიწყეს. ამით მშვიდობიანი განზრახვის შესახებ აცნობეს. აბორიგენები გათამამდნენ და ახლოს მივიდნენ, ქოქოსების აკრეფაც დაიწყეს. ძალიან მალე მადჰუმალაც წყალში აღმოჩნდა და მათ ქოქოსების აკრეფაში ეხმარებოდა. ეს მართლაც წარმატება იყო, რომელსაც არავინ მოელოდა.
ითვლება, რომ ამის მიზეზი ქალის იქ ყოფნა იყო. მისგან საფრთხე მართლაც არ მოდიოდა. პირველი ვიზიტის შემდეგ მადჰუმალა კუნძულზე კიდე ჩავიდა და კვლავ ჩაიტანა ქოქოსი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მას კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ.
ქალი ბევრ სხვა ტომსა სტუმრობდა. ყველაზე ახლო კონტაქტი მას ჯარავას ტომთან ჰქონდა.
ეს ტომი მან 1991 წლის სხვა ექსპედიციაში გაიცნო. და ერთადერთი ქალი გახდა გარე სამყაროდან, რომელიც ოდესმე ყოფილა ჯარავას ხალხთან კუნძულზე. თავიდან ის ნავში რჩებოდა ხოლმე, მაგრამ მერე კუნძულიდან ქალებმა დაუძახეს Milale chera, რაც ნიშნავს „მეგობარო, აქ მოდი“. მათ მისასალმებელი ცეკვის რაღაც მსგავსიც კი შეასრულეს, შემდეგ მიდიოდნენ მახჰუმალასთან და მისი დათვალიერება დაიწყეს.
ჯარავა – ძალიან მეგობრული ხალხია და ქალებმა მალე მიიღეს მადჰუმალა „ოჯახში“. მას საკუთარ შვილებსაც კი ანდობდნენ. ანთროპოლოგი რაღაც დროის განმავლობაში მათთან ერთად ცხოვრობდა და მკურნალობაში ეხმარებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მადჰუმალა წარმოუდგენლად წარმატებული იყო ანდამანის კუნძულების მშობლიურ ტომებთან დაკავშირებაში, დღეს ცოტამ თუ იცის ან ახსოვს, რომ ის ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ანთროპოლოგია. ახლა მადჰუმალა მუშაობს დელიში, ერთ-ერთ სამთავრობო სამინისტროში.