კვალიფიციური რეჟიმის ოფიცრის მოსამზადებელი პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის კვალიფიციური რეჟიმის ოფიცრის მომზადების ექვსთვიანი პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. სამინისტროს ინფორმაცით, თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ კურსის მონაწილეები სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებაში, სადაც დასაქმებულნი არიან, ერთთვიან პრაქტიკას გაივლიან. შეხვედრაზე შემუშავდა გეგმა, რომლითაც მენტორები პროექტის II და IV ეტაპების განმავლობაში იხელმძღვანელებენ.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პრაქტიკაზე მოვლენილ თანამშრომელთა სწავლებას კოორდინირებას გაუწევენ სასჯელაღსრულების დაწესებულების ის თანამშრომლები, რომლებიც სასწავლო ცენტრის მიერ მენტორებად იქნენ გადამზადებული. პრაქტიკული ეტაპის დასრულების შემდეგ მენტორები საბოლოო შეფასებას გაუკეთებენ გაწეულ მუშაობას და ანგარიშით წარდგებიან სასწავლო ცენტრისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე. შეხვედრის ბოლოს სასწავლო ცენტრსა და მენტორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. 2014 წლის 4 აგვისტოს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა უპრეცედენტო, 6-თვიანი სასწავლო პროგრამა დაიწყო, რომლის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის, კვალიფიციური რეჟიმის ოფიცრის მომზადებაა. პროგრამა, რომელიც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და სხვა დახურულ ინსტიტუციებში“, მხარდაჭერით განხორციელდება, ევროპული ციხის წესების ერთ-ერთი ავტორის, ჟერარ დე იონგის ჩართულობით შემუშავდა.