აბასთუმნის ობსერვატორიაში თანამედროვე დანადგარები დამონტაჟდა

აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ახალი ტექნიკა დამონტაჟდა. თანამედროვე დანადგარები, სრული ცის იმიჯერული კამერა მეცნიერებს ზედა ატმოსფეროს შესწავლაში დაეხმარება. მსგავსი ინსტრუმენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია განთავსებული. საქართველოს ობსერვატორიაში სისტემატური დაკვირვებები უკვე დაიწყო. ახალი ტექნიკა ასტროფიზიკოსებმა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით შეისყიდეს. ინსტრუმენტის დამონტაჟებაში ქართველ კოლეგებს ამერიკის იუტას შტატის მკვლევარი დომინიკ პოტე დაეხმარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები