ირაკლი სესიაშვილი: გაეროში წარმოდგენილი უნდა იყოს პრემიერი, რადგან მას აქვს პასუხისმგებლობა

დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ გაეროში წარმოდგენილი უნდა იყოს პრემიერი, რადგან მას აქვს პასუხისმგებლობა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც იქნება განხილული. საპარლამენტო უმრავლესობის წევრს მაგალითი მოჰყავს და აღნიშნავს, რომ გაეროში სიტყვით გამოდის არა გერმანიის პრეზიდენტი, არამედ კანცლერი. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, გაეროში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, სესიაშვილის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
“სამწუხაროდ, ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, რომელიც მივიღეთ 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად. ეს მოცემულობა, როგორც ჩანს, არ არის ჯანსაღი და ის დაუკმაყოფილებლობის გრძნობას ტოვებს. მით უმეტეს, ჩვენ შეჩვეული ვიყავით, რომ პირველი პირი იყო პრეზიდენტი. დღეს კი პრეზიდენტი პოლიტიკური ბალანსის საყრდენია. ამიტომაც, ვფიქრობ, გაუგებრობის აღმოსაფხვრელად უნდა გაგრძელდეს მუშაობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით”, – აცხადებს სესიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები