გერმანული სიზუსტე და სერიული მკვლელი
1940 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი უკვე გახურებული იყო, ლონდონი და ბერლინი, ასევე სხვა დიდი ქალაქები დაბნელებისთანავე შუქს აქრობდნენ, რათა მტრის თვითმფრინავებს სამიზნე ხელისგულზე არ ჰქონოდათ.
ბერლინში ამ დროს მკაცრი კანონი მოქმედებდა – საკმარისი იყო შენი ფანჯრებიდან სინათლე გამოჩენილიყო (სპეციალური დარაბებითა და ფარდებით აბნელებდნენ), მეორე შემთხვევაზე უკვე საკონცენტრაციო ბანაკი გელოდებოდა.
ამ სრულ სიბნელეში რომ გზა გაეკვლიათ სამსახურიდან გვიან დაბრუნებულ ადამიანებს, გზების დახაზვა დაიწყეს იმგვარად, რომ ფეხით მოსიარულეები თეთრ ზოლს მიყვებოდნენ ხოლმე.
ამასობაში, ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილში, იქ, სადაც ძირითადად სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები და სხვები მუშაობდნენ, რამდენიმე ქალს თავს დაესხნენ, სცემეს და გააუპატიურეს.
მოძალადე შემთხვევით დაიჭირა ერთი მსხვერპლის ქმარმა და მაგრად მიბეგვა, მაგრამ კაცი გაიქცა და ქალების ძებნა გააგრძელა უკვე რკინიგზის სადგურზე.
რამდენიმე ქალის გაუპატიურებისა და მოკვლის მიუხედავად, ცოცხლად გადარჩენილებს პოლიცია არ უჯერებდა, რომ ისინიც მსხვერპლნი იყვნენ და გაგრძელდა ქალების მკვლელობათა სერია.
ამ დროს კი ომი გახურებულია. ბერლინში ნაცისტური რეჟიმი და წესრიგი დგას და ამავე დროს, ქუჩაში სერიული მკვლელი დადის.
საქმის გამოძიება ჩააბარეს ბერლინის The Kriminalkommissar-სა და SS-Hauptsturmführer ვილჰელმ ლუდკეს. სხვათა შორის, ეს საქმე საინტერესოდ დაავალა გებელსმა: „თუ დანაშაულს ვერ იძიებ აქ, გამოგვადგები წინა ხაზზე, რუსეთში“ (ესე იგი, შენი ცოლი დაქვრივდებაო).
ლუდკემ შეისწავლა დანაშაულის სტატისტიკა და ნახა, რომ ბოლო თვეების ამბები, ძირითადად, S Bahn-ის ირგვლივ ტრიალებდა (ვაგონში ძალადობა, მსხვერპლის გაცნობა რკ. სადგურზე და სხვა). მან დაკითხა რკინიგზის ყველა თანამშრომელი და 9-თვიანი ძიების მერე, ერთმა კაცმა თქვა, რომ მისი მეწყვილე რკინიგზელი პოლ ოგორძოფი ხშირად აგვიანებს ან აცდენს სამსახურსო.
ეს იყო, ფაქტობრივად, დანაშაულის გახსნის მომენტი. ერთადერთი კაცი მთელ რკინიგზაზე, ვინც საათივით აწყობილ სისტემაში გამართულად არ მუშაობდა, ოგორძოფი აღმოჩნდა. დაიბარეს განმეორებით დაკითხვაზე და შემდეგ უკვე ტექნიკის ამბავი იყო…
ასეა, დიდი ამბების პარალელურად, “პატარა ამბებიც” საინტერესოა ხოლმე და დროსა და სივრცეში იკარგება.
მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა