რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ხელისუფლება რუსეთში განხეთქილებას არ დაუშვებს. მან “ვაგნერის” ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს მოღალატე უწოდა.
“ხელისუფლება არ დაუშვებს რუსეთში განხეთქილების განმეორებას, ჩვენ დავიცავთ ხალხს. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს საჭირო ბრძანება, რათა გაანეიტრალონ ისინი, ვინც აჯანყება მოაწყო. მე, როგორც რუსეთის მოქალაქე ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის დასაცავად, იქნება გადამწყვეტი ქმედებები და ისინი იქნება მკაცრი“, – განაცხადა პუტინმა.