ფოთის მერმა, კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა
“ქალაქ ფოთში, 491 მოსწავლისათვის დაირეკა ბოლო ზარი. ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა,”- ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
ფოთის მერია ყველა კურსდამთავრებულს ულოცავს სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. წარმატებებს ვუსურვებთ ამ საინტერესო გზაზე მშობლიური ქალაქის საკეთილდღეოდ!