„მოწევა კლავს“ – ფსიქოლოგიური ეფექტი, რომელმაც თამბაქოს მოხმარება გაზარდა

1965 წელს ამერიკის კონგრესმა მიიღო დადგენილება The Federal Cigarette Labeling and Advertising Act (Public Law 89–92), რომლის მიხედვითაც სიგარეტის კოლოფზე აუცილებლად უნდა დაეტანათ გამაფრთხილებელი წარწერა, რომ მოწევა კლავს.

ამ, ერთი შეხედვით, კეთილშობილური ამბის უკან საინტერესო ისტორიაა:

პროექტის ინიცირება რესპუბლიკელებმა მოახდინეს, ვისი საპრეზიდენტო კანდიდატების ყველაზე მსხვილი შემომწირველები სწორედ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები იყვნენ.

 რატომ?

როგორც ჩანს, საქმე გვაქვს “ეროსისა და თანატოსის” ამბავთან. ცნობილია, რომ სარეკლამო ბიზნესი წლების მანძილზე იყენებდა ფროიდის პოპულარული თეორიის გარკვეულ იდეებს.

“მოწევა კლავს” – გამაფრთხილებელ წარწერასთან ერთად, სტრესის მოხსნას (უკვე ვიცი და საშიში აღარაა) იწვევს და ამავე დროს Todestrieb (თვითგანადგურების ინსტიქტზე) სერიოზულად მუშაობს.

ზიგმუნდის ვერსია, რომ ადამიანში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო სიცოცხლისა და თვითგანადგურების ინსტინქტი თანაცხოვრობს და სწორედ ისინი არიან ენერგიის წყაროები, თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიებმა ამგვარად გამოიყენეს და დაუდასტურებელი, მაგრამ ძალიან საეჭვო სქემის მიხედვით, ქრთამი მისცეს კონგრესმენების ნაწილს, ვინც პროექტი “გაიტანა”.

სწორედ ამ დროიდან (გამაფრთხილებელი წარწერა), თამბაქოს მოხმარებამ 17 %-ით მოიმატა.

მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები