ილია მეორემ დონეცკის პატრიარქს მშვიდობიან მოქალაქეებზე ლოცვის პირობა მისცა
საქართველოს პატრიარქი დონბასში მშვიდობისთვის ლოცულობს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მმართველ ეპისკოპოსს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ილია მეორე დონეცკის ეპარქიაში არსებული ვითარებით დაიტერესდა, რომლის ტერიტორიაზე ამჟამად აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა ილარიონმა თხოვნით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილოცოს იძულებით გადაადგილებულთა, და სროლებისგან დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
თავის მხრივ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიტროპოლიტ ილარიონს ძმური მხარდაჭერა და დონეცკის მიწაზე მშვიდობისთვის ლოცვის პირობა მისცა.