წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

უხვი ნალექის შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მოვარდნილმა სტიქიამ მოარღვია ხიდ-ბოგირები, ნაპირდამცავი ჯებირები, დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, დაიტბორა ცენტრალური საავტომობილო გზები მუჟავასა და საჩინო-ჩქვალერის მიმართულებით. ასევე ადიდებულმა მდინარე დაანგრია ქალაქ წალენჯიხაში ბადრი შანავას ქუჩის ხიდი.

როგორც მერიაში აცხადებენ, პრობლემებია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მერის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები გასულები არიან სტიქიის ზონაში და ადგილზე სწავლობენ მდგომარეობას.

დილიდან ზარალის შემსწავლელი კომისია ადგილზე შეისწავლის ზარალის ოდენობას, რათა მოხდეს მოსახლეობის შესაბამისი დახმარება.

წალენჯიხის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები