ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა (ვიდეო)

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალიხან სმაილოვსა და ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ოფიციალური სადილი მთაწმინდაზე გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების  შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები