დავით შერაზადიშვილმა, მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

“საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა დავით შერაზადიშვილმა, მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა,”- ამის შესახებ ინფორმაციას, ბოლნისის მერია ავრცელებს.

„ყველა მეთორმეტე კლასელს, განსაკუთრებით კი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებს გილოცავთ სკოლის დამთავრებას. ჩემო ძვირფასებო, თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი, განსხვავებული ეტაპი იწყება, რომელიც მოგცემთ საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი თავი. მჯერა, რომ წინ უამრავი შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე წელი გელით. დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენგანი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ჩვენს საზოგადოებაში.

კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ, ვულოცავ ჩვენს მასწავლებლებს, მშობლებს და ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე „- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები