როგორია პირ და თვალებამოკერილი პატიმრის მდგომარეობა – უწყების განმარტება
ქუთაისში, სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში, არსებულ ვითარებაზე, სადაც ცხრა პატიმარი შიმშილობს და ერთ-ერთმა პირთან ერთად თვალებიც ამოიკერა, უწყებაში გამოეხმაურნენ.
როგორც მღებრიშვილის უწყებაში განმარტავენ, პატიმრების ნაწილი მათი საქმეების გადახედვას ითხოვს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პატიმრობაში უკანონოდ იმყოფება.
როგორც “კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადებს, მოშიმშილე პატიმრების, მათ შორის იმ პატიმრის ჯანმრთელობის მდომარეობა, რომელმაც პირი და თვალები ამოიკერა, სტაბილურია და ისინი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.