ვაჟა ფანჩულიძე კომპანია “კოპრ კონსთრაქშენის” წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ, კომპანია “კოპრ კონსთრაქშენის” საქართველოს ფილიალის დირექტორ ალა აკდაგმასთან და სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია “კოპრ კონსთრაქშენი” ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა სამუშაო შეხვედრაზე აგარა-ზემო ოსიაურის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ საკითხები და სხვა მასთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს. აღნიშნული მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 105 მლნ ლარს, ხოლო პროექტის განხორციელების ვადა, სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 27 თვეს შეადგენს. აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები