გიგი წერეთელი: თბილისში კომიტეტების გადმოტანა არ შეესაბამება კონსტიტუციას

როგორი იქნება ჩვენი ტაქტიკა თბილისში სანახევროდ გადმობარგების, საკომიტეტო მუშაობის პირობებში, ამას განვსაზღვრავთ და უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ საზოგადოებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გიგი წერეთელმა განუცხადა.
„თბილისში კომიტეტების გადმოტანა არ შეესაბამება კონსტიტუციურ ჩანაწერებს პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიგი წერეთელმა. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს არასოდეს უთქვამთ, რომ საპარლამენტო პროცესების მონაწილენი არ იქნებიან.
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნება. სესია თბილისში, რუსთაველის №8-ში ბიუროს სხდომით გაიხსნება. ბიუროს წევრები თბილისში, განახლებულ ბიუროს სხდომათა დარბაზში შეიკრიბებიან. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის განახლებულ შენობას პირადად დაათვალიერებინებს. კონსტიტუციაში რჩება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი ქალაქი ქუთაისია. საკანონმდებლო საქმიანობის ნაწილობრივად თბილისში გადმოტანის გადაწყვეტილება კი, პარლამენტის რეგლამენტის იმ ჩანაწერს ეფუძნება, რომელიც გასვლითი საკომიტეტო სხდომების გამართვის შესაძლებლობას იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები