შსს-მ ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გორში ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები