ზურაბ ქადაგიძე – გაუმარჯოს ყველა ქართველს, ვინც პასუხს გასცემს გირჩ-ზურაბასნაირ თაღლით პოლიტიკანებს!

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ვერ ხვდებიან ეს ლიბერალი ფაშისტები, რომ საზოგადოებაში იმაზე მეტი ზიზღი და მიუღებლობაა მათ მიმართ, ვიდრე წარმოუდგენიათ.

“გაუმარჯოს ყველა ქართველს, ვინც პასუხს გასცემს გირჩ-ზურაბასნაირ თაღლით პოლიტიკანებს! ზურაბა გირჩი ტრენერად მიდიოდა გუშინ და გორში ერთმა მოქალაქემ საკადრისი პასუხი გასცა და ცხვირში მოსდო… ჰო და ცალკე გირჩი დარჩა ცხვირგასიებული და ცალკე ის ღონისძიება დარჩა ერთი ნაძირალა ტრენერის გარეშე… ვერ ხვდებიან, ეს ლიბერალი ფაშისტები, რომ საზოგადოებაში იმაზე მეტი ზიზღი და მიუღებლობაა მათ მიმართ, ვიდრე წარმოუდგენიათ. გააგრძელეთ მავნებლობა და ფაშიზმი, ნახავთ რა პასუხს მიიღებთ მოსახლეობისაგან!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, აღნიშნულის შესახებ  პარტიის წევრმა ანა ყურაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ავტომანქანაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძეს ერთი პირი თავს დაესხა და თვალის არეში დაზიანება მიაყენა. ჯაფარიძე ამ წუთებში პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები