ნაწლავური ინფექციები – პაატა იმნაძის რჩევა მოსახლეობას

ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ერთ-ერთი ნოროვირუსის შემთხვევის გახშირების გამო სპეციალისტები მოსახლეობას ჰიგიენის დაცვას ურჩევენ. მათი რეკომენდაციით, აუცილებელია ხელების ხშირად დაბანა. სპეციალისტები განსაკუთრებით მშობლებს მიმართავენ. ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ბავშვებში გამოვლინდა.
„ასეთი შემთხვევები ზაფხულში ყოველწლიურად 30%-ით მეტია, ვიდრე წელიწადის სხვა დროებში. ამას, ძირითადად, ჰიგიენური ნორმების დაუცველობა იწვევს. ამ დაავადების ერთადერთი პრევენცია ხელების დაბანაა“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები