დააკავეს პირი, რომელმაც წალკაში მიუსაფარი ძაღლი მოკლა

წალკაში მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული სისხლის სამართლის 259-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ძაღლს მოქალაქემ ჯერ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და სავარაუდოდ, კვლავ ესროლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები