გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. დატბორილია გზები, დაისეტყვა რამდენიმე სოფელი.
უხვი ნალექის გამო მდინარეები – ახტალისხევი და ნავთისხევი ადიდდა, წყალმა კალაპოტი გაარღვია. რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე წყალი მოედინება. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.
ადგილობრივების ინფორმაციით, ძირკოკში, ზიარში, ახეშენსა და ჭადარში სეტყვამ ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები გაანადგურა.