პრეზიდენტის მტკიცებით, მასსა და პრემიერს შორის პიროვნული უთანხმოება არ არსებობს
პრეზიდენტის თქმით, მასსა და პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არანაირი პიროვნული უთანხმოება და დაძაბულობა არ არსებობს. როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, ხელისუფლების ორ შტოს შორის მიმდინარე მოვლენები ახალი საკონსტიტუციო რეალობის ცხოვრებაში გადაყვანის პროცესია.
“არანაირი პიროვნული არც უთანხმოება, არც დაძაბულობა არ არსებობს. ეს არის მიმდინარე პროცესი – ახალი საკონსტიტუციო რეალობის ცხოვრებაში გადაყვანისა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, არამედ არის სახელმწიფოს მეთაური. აქედან გამომდინარე, ალბათ გარკვეული საკითხი საჭიროებს მოთელვას. ეს არის რეალობა, რომელსაც დაუფარავად გიზიარებთ თქვენც და მაყურებელსაც”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.