გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში ვიზიტის საკითს გამოეხმაურა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მისი და პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, მისთვის მთავარი თემა უელისი სამიტია, ამიტომ ის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებზეა კონცენტრიებული. თუმცა მისივე თქმით, მომზადება ნიუ-იორკისთვის გრძელდება და ის ინტენსიურ ფაზაშია.
„მთავარი თემა დღეს ჩემთვის არის უელსის სამიტი. უელსის სამიტისთვის მომზადება გულისხმობს უაღრესად ინტენსიურ მოსამზადებელ სამუშაოებს. ჩვენ მივდივართ ამ მიზნისთვის, კონცენტრირებული ვარ ამ მიზანზე. ბუნებრივია გრძელდება მუშაობა და მომზადება იმისთის, რომ ჩვენ ჩავიდეთ გაეროში და იქ ღირსეულად დავაფიქსიროთ ქართული სახელმწიფოს პოზიცია, მაგრამ მთავრი თემა ჩემთვის არის უელსის სამიტი ამ თემებზე ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი, როდესაც დამთავრდება, მე იმედი მაქვს ძალიან წარმატებულად, ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ უელსის სამიტი. დღეს ჩვენ ვართ კონცენტირებული ამ თემაზე. თუმცა მომზადება ნიუ-ორკისთის გრძელდება, ის არის ინტენსიურ ფაზაში, რეალურად არავითარი ცვლილება ამ მიმართულებით არ განხორციელებულა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.