ვორონეჟში აფეთქება მოხდა – დრონი კორპუსს დაეჯახა(ვიდეო)

ვორონეჟში დრონი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა და ჩამოვარდა.

ტელეგრამის არხები წერენ, რომ ადგილობრივებს აფეთქების ხმა ესმოდათ.

რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

დაღუპლები არ არიან.

მისი მტკიცებით დრონის სამიზნე ციოლკოვსკის ქუჩაზე მდებარე საავიაციო ქარხანა იყო, მაგრამ რადიო ხარვეზის გამო, უპილოტო საფრენი აპარატი მიმართულებას აცდა და სახლს შეეჯახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები