ალექსანდრე ჭიკაიძემ მესტიაში მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და მის დასრულებამდე წინასწარ ვერაფერს იტყვის. ,,გამოძიება დაწყებულია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს”, – განაცხადა ჭიკაიძემ.