ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალგორის რაიონის მცხოვრებლებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა ექნებათ

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ახალგორის რაიონის მცხოვრებლებს რელიგიურ დღესასწაულთან, „ლომისობასთან“ დაკავშირებით, დე ფაქტო საქართველო-ე.წ სამხრეთ ოსეთის საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთის უფლება ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ბიურო, ადგილობრივი სააგენტო Рес-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება 6 ივნისს, სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს ოპერატიულ სხდომაზე მიიღეს.

დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა რაზდახანის გამშვები პუნქტით, გამარტივებული წესით, 7 ივნისის 8:00 საათიდან 8 ივნისის 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი ე.წ. რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანს, ანატოლი პლიევს დაევალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები