დავით უსუფაშვილი პარლამენტის განახლებულ შენობაში ჟურნალისტებს მასპინძლობს

   თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის განახლებულ შენობაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჟურნალისტებს მასპინძლობს. უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან ერთად ბიუროს ოთახი, სასესიო დარბაზი, ილია ჭავჭავაძის, პირველი რესპუბლიკის დარბაზები, კინოდარბაზი, დეპუტატების სამუშაო კაბინეტები, ასევე ახალი საკომიტეტო ოთახები, მედიაცენტრი დაათვალიერა, სადაც სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ახალი ტექნიკური აპარატურით აღიჭურვა. დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტს ქუთაისი არ მიუტოვებია.
მისივე თქმით, კონსტიტუციის შესაბამისად ქუთაისი კვლავ რჩება პარლამენტის ადგილსამყოფელად, სადაც გაიმართება პლენარული, ასევე კომიტეტის სხდომებიც. “პარლამენტი კვლავ რჩება ბორბლებზე. საუბარი იმის შესახებ, რომ ჩვენ ქუთაისი მივატოვეთ, არის ჭორი”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
თბილისში მდებარე შენობაში მუშაობს პარლამენტის აპარატიც. ხვალ საშემოდგომო სესია 15.00 სათზე თბილისში ბიუროს სხდომით გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები