დავით საგანელიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

    საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ზვიად ძიძიგურთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ჩინეთი-ცენტრალური აზიის მაღალ ტექნოლოგიური და ინოვაციების შესახებ ფორუმში, “ახალი აბრეშუმის გზის”ტრანსპორტთან დაკავშირებულ სამიტზე. ასევე სინძიან-უიგურიის ავტონომიური რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური ჩინეთ-ევრაზიის ექსპოს “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის“გახსნის ცერემონიალზე სიტვით გამოვა. საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები არიან, პარლამენტრის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძგური ხელმძღვანელობს. დელეგაცია საქართველოში 6 სექტემბერს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები