თენგიზ ფხალაძე: ნიუ-იორკში პრეზიდენტის ვიზიტის დეტალები უცვლელია

    საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი კლიმატის ცვლილებების სამიტს დაესწრება და ამის შესახებ ოფიციალური დასტური გაეროს გენერალურ მდივანთან უკვე გაიგზავნა.
„კლიმატის ცვლილებების სამიტთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გავაკეთეთ კომენტარი და განვაცხადეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალური დასტური გაუგზავნა გაეროს გენერალურ მდივანს იმასთან დაკავშირებით, რომ ის გაეროში ჩადის და ექნება იქ სიტყვით გამოსვლა. დანარჩენ სხვა თემაზე, რაც არ ვიცი, კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ამჟამად, საქართველოს პრეზიდენტი და მთელი დელეგაცია მობილიზებულია და მუშაობს უელსის სამიტზე. სხვა ჭორებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ იცის და არის ოფიციალური მიმართვა ამასთან დაკავშირებით. დამალული არაფერი ყოფილა. ჩვენ არაფერი არ შეგვიცვლია და ჩვენს გარეშე როგორ შეიცვლებოდა რამე? პრეზიდენტის სახელით და ხელმოწერით, ოფიციალური დასტური გაეროს გენმდივნის სახელზე გაგზავნილია“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
რაც შეეხება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტის დასწრების სურვილს, ფხალაძემ აღნიშნა, რომ ეს მარჩიელობაა და ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები