„პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა, ის დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა საქმის გამოსაძიებლად“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურებს გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან განმარტა, პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო და ის დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ გამოიძიოს საქმე.
„პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო, ის დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც საჭიროა, რომ გამოიძიოს საქმე და მიიყვანოს იგი ბოლომდე, შესაბამისად, იგი ადეკვატურად იქნება აღქმული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.