ლაზარე გრიგორიადისის მამა სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა
პარლამენტის შენობასთან მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლემ ის დარბაზიდან გაათავისუფლა და 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ ბექა გრიგორიადისი სამართალდამცველებმა გუშინ, 1-ელ ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. გრიგორიადისი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან კარვის გაშლას ცდილობდა, რისი უფლებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.