“რესპუბლიკის შიდა საქმეებში ჩარევაა” – ოკუპირებულ აფხაზეთში სალომე ზურაბიშვილს უპასუხეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ევროპის პარლამენტში გაკეთებული განცხადება “რესპუბლიკის შიდა საქმეებში ჩარევაა”.
31 მაისს სიტყვით გამოსვლის დროს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მხარს უჭერს მათ, ვინც 30 მაისს სოხუმში აქციას მართავდა, და რომლებსაც ეჭირათ პლაკატები წარწერებით:”აფხაზეთი არ იყიდება”, “რუსებს არ დავუთმობთ”.
ე.წ. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ვიქტორია მალანიას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთისთვის უსაფრთხოებაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია.
„თუ სალომე ზურაბიშვილს ასე აწუხებს აფხაზეთის მოქალაქეების ბედი, გირჩევთ, მოახდინოთ გავლენა საქართველოს მთავრობაზე, რომ ხელი მოეწეროს აფხაზეთსა და საქართველოს შორის შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, – განაცხადა მალანიამ.