ლანჩხუთის მერია: სოფელ შუხუთიდან გაგურამდე მისასვლელი 8 კმ გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ შუხუთიდან გაგურამდე მისასვლელი 8 კმ გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
პროექტის ღირებულება, რომელსაც კომპანია ,,ახალი გზა” ახორციელებს, ჯამში 4 108 888 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაზესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.