თორნიკე ჭეიშვილი აქციებზე ნიღბების აკრძალვაზე: საქართველოსთან მიმართებით ზოგ აქტორს მწვავე დამოკიდებულება აქვს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა „იმედის კვირაში“ საპროტესტო აქციებზე ნიღბების გამოყენების აკრძალვაზე ისაუბრა, რომლის ანალოგიური ინიციატივითაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოვიდა.

მისივე თქმით, ფაქტობრივად, ვერ ვიპოვით შემთხვევას, როდესაც თუნდაც, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა, კონკრეტულმა ელჩებმა, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან თავისი განცხადებებით მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებთან მიმართებით, დაგმეს პოლიციელზე განხორციელებული თავდასხმა.

„ეს ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილებაა. ამ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, მოახდინონ იდენტიფიცირება იმ კონკრეტული პირთა ჯგუფის, რომელიც შეიძლება არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს და იმ წესებს, რომლებიც არის ზოგადად დადგენილი. მაგრამ ისევ და ისევ საქართველოსთან მიმართებით, როგორც ვხედავთ, ზოგიერთებს აქვთ გამწვავებული განცდა იმისა, რომ რაც შეიძლება მათ სახელმწიფოებში იყოს დაშვებული, ლოგიკური და სასურველი, პირიქით, ჩვენს ქვეყანაში ჩათვლილია ლამის დემოკრატიულ უკუსვლად.

ფაქტობრივად, ვერ ვიპოვით შემთხვევას, როდესაც თუნდაც, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა, კონკრეტულმა ელჩებმა, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან თავისი განცხადებებით მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებთან მიმართებით დაგმეს პოლიციელზე განხორციელებული თავდასხმა. თუმცა, როცა მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება მათ სახელმწიფოებში, ყველა კარგად ხედავს, თუ რაოდენ რადიკალურია ის ზომები, რომლებიც შესაბამისი თავდამსხმელების მიმართ არის გამოყენებული. ჩვენ გვახსოვს მაგალითად, თუნდაც, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ასეულობით დაკავებული მანიფესტანტი მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა ყველასთვის კარგად ცნობილ თემას – პიროტექნიკის გამოყენებას“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები