დავით მათიკაშვილი: საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია იმ უმძიმესი ვითარების შესახებ, რომელსაც 2012 წლამდე ჰქონდა საქართველოში ადგილი
„ყური დაუგდონ ამ ტრანსლაციებს, რადგანაც კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდება ის მიზეზი, რის გამოც რადიკალები, საკუთარი სამშობლოს სიძულვილში გაწაფული ადამიანები ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდნენ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიების სხდომებზე საუბრისას განაცხადა.
„საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია იმ უმძიმესი ვითარების შესახებ, რომელსაც 2012 წლამდე ჰქონდა საქართველოში ადგილი; ადამიანის უფლებების მასიურ სისტემურ დარღვევას, ახალგაზრდების ქუჩაში მოკვდინებას, ბიზნესის დარეკეტებას, ქართული მიწა-წყლის დარიგებას. ყური დაუგდონ ამ ტრანსლაციებს, რადგანაც კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდება ის მიზეზი, რის გამოც რადიკალები, საკუთარი სამშობლოს სიძულვილში გაწაფული ადამიანები ხელისუფლებაში არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდნენ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.