სოხუმის ცენტრში თურქეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

სოხუმის ცენტრში, არძინბასა და გენერალ არშბას ქუჩების კუთხეში 23 მაისს მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, აზერბაიჯანის მოქალაქე, ნიჯათ დადაშოვი დაკავებულია.

დადაშოვი თურქეთის მოქალაქის, 21 წლის აიდინ აჰმედის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

ასევე, სროლის დროს 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 14 წლის მოზარდი იყო.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები