ვიქტორ დოლიძე სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას გამოეხმაურა
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილებას დეპუტატი ვიქტორ დოლიძე აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დარწმუნებულია, რომ ექსპრეზიდენტზე საერთაშორისო ძებნა გამჭირვალედ მოხდება და საერთაშორისო საზოგადოებას კითხვები არ გაუჩნდება. „ჩემთვის მთვარია, რომ ეს იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ტრანსფარანტული, მაღალკვალიფიციურად დადასტურებული, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ესეც იქნება“, – აცხადებს დოლიძე. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამ საქმეზე აქვს წაყენებული. პროკურატურა ექპრეზიდენტს საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას, 2007 წლის 7 ნოემბრი მოვლენებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ედავება.