სოხუმის ცენტრში თურქეთის მოქალაქის მკვლელობისთვის აზერბაიჯანის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა

სოხუმის ცენტრში, არძინბასა და გენერალ არშბას ქუჩების კუთხეში 23 მაისს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ძებნაში აზერბაიჯანის მოქალაქე, ნიჯათ დადაშოვი გამოცხადდა.

დადაშოვი თურქეთის მოქალაქის, 21 წლის აიდინ აჰმედის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ასევე, სროლის დროს 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 14 წლის მოზარდი. ე.წ. გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები