კახეთში რთველი ჩატარდა

რთველი კახეთში – ღვინის მწარმოებელი 33 კომპანია მევენახეებისგან ყურძენს შეუფერხებლად იბარებს. ამ დროისთვის ინდუსტრიულად გადამუშავებულია 5 000 ტონა ყურძენი. შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძნის რაოდენობა სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან დავითაშვილის განცხადებით, წელს საფერავზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ბაზრის პრინციპიდან გამომდინარე, ხარისხიან წითელ ყურძენში ქარხნები მაღალ ფასს იხდიან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები