მარინე მიზანდარის ქონება და ვალები
კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მარინე მიზანდარს 5 საცხოვრებელი ბინა აქვს, მათ შორის 3 ბინა გუდაურში, 1 – საზღვარგარეთ, ბრიუსელში და 1 – თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე აქვს.
მიზანდარს საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა – 15 000 ევრო და სხვადასხვა ცნობილი მხატვრის 5 ფერწერული ტილო აქვს მითითებული. მათ შორის, ცნობილი მხატვრების: ლადო გუდიაშვილის, ვახტანგ ბუღაძის, ირაკლი ფარჯიანის, აბრამიშვილის და სუთიძის. ყოფილ თანამდებობის პირს, სესხის სახით 159 000 ევრო აქვს აღებული, რომელიც 2028 წელს უნდა დაფაროს. ამ ეტაპზე, მარინე მიზანდარმა 13764.00 ევრო უკვე დაფარა.
როგორც მარინე მიზანდარი დეკლარაციაში მიუთითებს, ვიდრე კულტურის სამინისტროში თანამდებობაზე დაინიშნებოდა, მანამდე „ევროპის სახლის“ პროგრამების დირექტორი იყო, სადაც წლიური შემოსავალი – 12 5 00 ევრო მიიღო, პარალელურად, ის „აი-ბი-ემ“ – ევროკავშირის პროექტების მონიტორინგის ექსპერტის პოსტს ითავსებდა, სადაც ხელფასის სახით 4 0 000 ევრო მიიღო. ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მარინე მიზანდარს სარემონტო სამუშაოებისათვის 6000 ევრო დაუხარჯავს.