რუსეთის პატრიარქის ავტომობილი ავარიაში მოყვა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის ავტომობილი მოსკოვში ავარიაში მოყვა.

მედია წერს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:30 საათზე პატრიარქის Aurus-ი, მშვიდობის პროსპექტზე გვერდიდან “ვოლვოს” დაეჯახა.

ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდა თუ არა პატრიარქი ავტომობილში.

ტელეგრამის არხი Baza იტყობინება, რომ შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მან უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები