22 მაისს ზუგდიდში სკოლის კურსდამთავრებულთათვის გრანდიოზული კონცერტი გაიმართება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით, 22 მაისს სკეიტ პარკში სკოლის კურსდამთავრებულთათვის მიძღვნილი ღონისძიება – ,,ბოლო ზარი 2023″ გაიმართება.

ღონისძიება 15:00 საათზე სკოლის მოსწავლეთა საზეიმო მსვლელობით დაიწყება და სხვადასხვა აქტივობით გაგრძელდება.
მოსულ სტუმრებს ადგილზე დახვდებათ საუნივერსიტეტო ხეივანი, ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენა, კვების ობიექტები, სპორტული აქტივობები. გაიმართება სკოლის მოსწავლეთა საზეიმო მსვლელობა.

ღონისძიებას KILLAGES-ის კონცერტი დახურავს.

შემოგვიერთდით, ერთად მივულოცოთ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები