რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით მიკოლაივზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რაკეტები სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტებს მოხვდა.
ნაწილობრივ განადგურდა ავტოსალონი, სავაჭრო ცენტრი, ასევე, სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტის შენობა.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია ხანძრების გაჩენის შესახებ, რომელიც ოპერატიულად იქნა ლიკვიდირებული.