ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თორნიკე ნოზაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პრაბოვო სუბიანტოსს

ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თორნიკე ნოზაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პრაბოვო სუბიანტოსს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია ქ. ჯაკარტაში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებსა და საქმიან კავშირებზე ისაუბრეს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების მზაობა გამოთქვეს.

სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს ელჩმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან საქართველოსა და ინდონეზიის ურთიერთობების დინამიკაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები