“საქართველოს დაჰბრალდა ძალიან ბევრი რამ ბოლო 4 წლის განმავლობაში” – მაკა ბოჭორიშვილი
“საქართველოს დაჰბრალდა ძალიან ბევრი რამ ბოლო 4 წლის განმავლობაში”, – ამის შესახებ „იმედი კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.
„საქართველო ყველაზე კეთილსინდისიერად უდგება თუნდაც ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს მაშინ, როდესაც ევროკავშირს თავად უწევს საკუთარ წევრ ქვეყნებში სანქციების გვერდის ავლის პრობლემასთან გამკლავება.
საქართველოს მხრიდან არაფერი შეჩერებულა, ჩვენი მხრიდან არაფერი შეწყვეტილა. ერთადერთი, ვინც პასუხისმგებელია საქართველოსთან დიალოგის შეჩერებაზე, ეს არის ბრიუსელი. ბრიუსელის მხრიდან მიღებული დასკვნების თუ გადაწყვეტილებების საფუძველზე ხდება საქართველოსთან ურთიერთობების შენელება და გაციება. ეს არის ჩვენთვის ძალიან სამწუხარო, თუმცა ამ მოცემულობაში, როდესაც უსამართლო დამოკიდებულებას ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით, ნაკლებად წარმოსადგენია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიტუაციის გამოსწორება“, – განმარტა მაკა ბოჭორიშვილმა.